მინის ტარის
იმპორტი

საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენ ვამაყობთ მეღვინეობის კულტურითა და უწყვეტი ტრადიციით, რომელიც 8 ათასწლეულს ითვლის და ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია. 

ამიტომაც, ჩვენი მდიდარი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც გაუმარტივებდა საქმეს ქართველ მეწარმეებს და დაეხმარებოდა მათ ღვინის, ჭაჭის, ბრენდის, გამაგრილებელი სასმელებისა თუ კონსერვების წარმოებაში.

ჩვენი მიზანია სწრაფად და მოსახერხებლად უზრუნველვყოთ ქართველი მწარმოებლები შუშის ტარით და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალების სრული სპექტრით.

ჩვენი მისია

მივცეთ მწარმოებელს შესაძლებლობა მაქსიმალურად კონცენტრირდეს უმთავრეს ამოცანაზე – შექმნას და განავითაროს თავისი პროდუქტი.

ჩვენ ვმუშაობთ ერთი ფანჯრის პრინციპით

ჩვენ მოგაწვდით ჩამოსხმის, შეფუთვისა და მარკირების პროცესისთვის საჭირო მასალების სრულ კომპლექტს.

შემკვეთს აქვს შესაძლებლობა მთლიანად დაკავდეს თავისი ძირითადი საქმიანობით და მიიღოს მასალები მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, ან წაიღოს შეკვეთა ჩვენი საწყობიდან.

ჩვენი უპირატესობები

კომფორტული თანამშრომლობა

საუკეთესო ფასები და გადახდის მოქნილი გრაფიკი. შეკვეთის ადგილზე მიწოდება ან ჩვენი საწყობიდან წაღების შესაძლებლობა.
ინდივიდუალური ფორმის ბოთლის დამზადება.

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია

ჩვენი პროდუქცია მზადდება საუკეთესო მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესის გამოეყენებით, რაც მის უმაღლეს ხარისხსს განაპირობებს.

ერთი ფანჯრის პრინციპი

ჩვვენ ვთავაზობთ პარტნიორებს არამხოლოდ შუშის ტარას, არამედ ჩამოსხმისა და შეფუთვისთვის საჭირო მასალების სრული სპექტრს.

პროდუქცია

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები და მიიღეთ ინდივიდუალური შეთავაზება