GGM Wine Expo 2023-ზე

Georgian Glass Market (GGM) არის მინის ტარისა და შესაფუთი მასალების იმპორტიორი კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს კომფორტულ, სანდო და მათზე მორგებულ მომსახურებას. ნებისმიერი ფორმისა თუ ზომის მინის ტარების დამზადება-ჩამოტანას.

2021 წლიდან დღემდე კომპანიამ მოახერხა გამხდარიყო მინის ტარისა და შესაფუთი მასალების უმსხვილესი იმპორტიორი ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია სწრაფად და ხარისხიანად მიაწოდოს პროდუქცია ქართველ მწარმოებლებს.

Georgian Glass Market-ი ბაზარზე გამოირჩევა საუკეთესო ფასით, სწრაფი მიტანის სერვისითა და გადახდის მოქნილი გრაფიკით.

2023 წლის ივნისში GGM-მა პირველად მიიღო მონაწილეობა Wine Expo-ში. ღონისძიებაზე მყოფი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა კომპანიის სტენდმა, რომელიც გამოირჩეოდა დახვეწილი ვიზუალით, პროდუქციის ხარისხითა და მრავალფეროვნებით.  უკვე არსებული და ასევე, ახალი მომხმარებელი დეტალურად გაეცნო GGM-ის პროდუქციას და ექსპოს ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ მოიპოვა არაერთი მწარმოებლის ინტერესი. დახლზე წარმოვადგენილი იყო GGM-ის მინის ტარისა და შესაფუთი მასალების სრული ასორტიმენტი.

მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავაცნოთ ჩვენი კომპანია და მისი ფართო ასორტიმენტი ჩვენს სამიზნე აუდიტორიას. GGM შეიქმნა იმისათვის, რომ გამარტივდეს ქართველი მეწარმეების მუშაობა და დავეხმაროთ მათ ღვინის, ჭაჭის, კონიაკისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში. სწორედ ამიტომ ექსპოს საშუალებით პოტენციური მომხმარებლების გაცნობა და მათი საჭიროებების გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

ეს გამოცდილება დაგვეხმარება მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის ინტერესებს, გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი, გავამარტივოთ და გავხადოთ ჩვენი სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.