დღევანდელ ბლოგში მიმოვიხილავთ ღვინის ბოთლის ტრადიციებს.
ჯერ კიდევ შუშის კონტეინერის დამუშავებამდე, ღვინის სითხე ინახებოდა თიხის ჭურჭელში: ქვევრსა და ამფორებში.
ქვევრი – დიდი, ფუტკრის ცვილით დაფარული თიხის ჭურჭელი, რომელსაც ქართველები ჯერ კიდევ ძვ.წ. 8000 წლის წინ იყენებდნენ.
ამფორა – ქვევრის ფორმის ორსახელურიანი ლარნაკი, ზოგჯერ ორნამენტით გაფორმებული. გამოიყენებოდა ღვინისა და სხვა პროდუქტისათვის.
შუშის ბოთლის საჭიროება ჯერ კიდევ ძველ დროში, რომაელების მიერ სხვა კულტურების დაპყრობებისას დადგა, რათა მოეძებნათ მარტივი და პრაქტიკული გზა ღვინის იოლად გადასატანად.
მინის დამუშავების საფუძვლებს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ფლობდნენ. ნილოსის დაბლობზე შუშისგან დამზადებული ჭურჭელი ჩვ.წ.აღ.-მდე II ათასწლეულში არსებობდა. მოგვიანებით რომაელებმა აითვისეს ეს ტექნოლოგია და კიდევ უფრო დახვეწეს. მათვე დაიწყეს ბოთლების დალუქვა ნატურალური საცობებით. ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოიყენეს მინა ღვინის შესახანად, რადგან შუშის კონტინერები უკეთ ინარჩუნებდა ღვინის თვისებებს და ამცირებდა მათი გაფუჭების რისკს.
ღვინის ბოთლის ფორმები
იცოდით, რომ ღვინის ბოთლის ფორმა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ღვინის ეტიკეტზე გამოსახული ხელოვნება? ბოთლის ფერსაც კი შეუძლია მოგაწოდოთ უამრავი ინფორმაცია ჭურჭელში არსებული ღვინის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ბოთლების უმეტესობას ცილინდრის ფორმა აქვს, რაც განპირობებულია პრაქტიკული საჭიროებით, არსებობდა ბოთლის ათასობით განსხვავებული ფორმა, რომლებსაც თანდათან რამდენიმე ძირითადი გამოეყო, მათ შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.
- ბორდოს ბოთლის ფორმა – პოპულარული გახდა მე-17 საუკუნეში. ხასიათდებოდა მაღალი მხრებითა და დახრილი კისრით. თუმცა ტექნოლოგიების დახვეწამ განაპირობა ბოთლის ფორმირება და დღეს უკვე სწორი სახით არის წარმოდგენილი. ასოცირდება ბორდოს წითელ ღვინოებთან და გამოიყენება მსოფლიოს არაერთი ღვინისთვის.
- ბურგუნდიული ბოთლები – დახრილი, ნაკლებად გამოკვეთილი ფორმის “მხრებით“. მასში წითელ და თეთრ ღვინოს ასხამენ. კლასიკური ბურგუნდიული ბოთლი მწვანეა და შვიათად – გამჭვირვალე.
- “ფლეიტის” ტიპის მაღალი ბოთლები – წაგრძელებულ ბურგუნდიულებს ჰგავს. ისინი პირველად გერმანიაში გაჩნდა. მათ იყენებენ ტრადიციული გერმანული ჯიშებისთვის. მთელს მსოფლიოში მათში რისლინგებს და სადესერტო ღვინოებს ასხამენ.
- ბოთლები შამპანურისა და ცქრიალა ღვინოებისთვის – შეზნექილი ფსკერი, ასეთი ფორმა უკეთ ანაწილებს წნევას – ძირითადი დატვირთვა კედლებზე მოდის. შამპანურის კლასიკური ბოთლი მწვანე ფერისაა, თუმცა გვხვდება გამჭვირვალეც. მისი მზეზე დიდხანს დატოვება არ შეიძლება ღვინისთვის გემოს შეცვლის თავიდან ასარიდებლად, ამიტომ გამჭვირვალე ბოთლში ჩამოსხმულს ხშირად ყუთში ან ქაღალდში ათავსებენ. მწვანე და ყავისფერი ბოთლი ღვინოს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. წესი ასეთია: რაც უფრო მუქია მინა, მით მეტადაა დაცული ღვინო.
ღვინის ბოთლების ევოლუცია გადახლართულია ტექნოლოგიების წინსვლასთან, მომხმარებელთა მოთხოვნის ცვლილებასთან და მთლიანად ღვინის ინდუსტრიის განვითარებასთან. დღევანდელ დღეს ღვინის ბოთლების უდიდესი არჩევანია ფორმისა თუ ზომის მიხედვით, შესაბამისად, მეღვინეებს აქვთ საშუალება აირჩიონ ის ფორმა, რომელიც ასახავს მათი ბრენდის იდენტურობასა და ღირებულებებს.
Georgian Glass Market-ი დაგეხმარებათ შეარჩიოთ და მოიმარაგოთ საუკეთესო ხარისხის ბოთლები თქვენი ღვინისათვის.